Business Credit Assistant
TBCBANK seeks a Business Credit Assistant to strengthen the credit department and enhance client relationships through innovative financial solutions. This role is ideal for individuals interested in finance and offers the opportunity to learn bank operations and customer engagement strategies. Candidates will support the business credit team in attracting new clients and providing information on financial products. A training program of up to 6 months prepares successful assistants for promotion to business credit expert positions, ensuring professional growth and a collaborative work environment.
Job description
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. შექმენი კომპანიის ძლიერი მომავალი ადამიანების ცხოვრებისა და გასამარტივებლად. თიბისის ბიზნესების მხარაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბიზნეს ეკოსისტემის გაუმჯობესება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. წლების განმავლობაში თიბისის მხარდაჭერით განვითარდა და გაიზარდა არაერთი ბიზნესი, რომლებიც დღესდღეობით მოწინავე როლს თამაშობენ ადგილობრივ ბაზარზე. ბიზნესისთვის, როგორც თიბისის მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს პროცესი თავის მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას და მუდმივად ძიების პროცესში ყოფნას მოითხოვს. ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის ასისტენტი პოზიციაზე შენ გადამწყვეტი როლი გექნება მომხმარებლებთან თანამშრომლობის პროცესში. ეს არის კარგი შესაძლებლობა საფინანსო სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის, მართონ პროცესი და განსაზღვრონ სამომავლო თანამშრომლობა კომპანიებთან. გარდა ამისა, პოზიცია ითვალისწინებს პოტენციური მომხმარებლების მოძიებას, რაც ბაზრის კარგად ათვისების საშუალებას იძლევა. ასისტენტის როლზე პროფესიული გამოცდილების და ცოდნის მიღების პროგრამის ხანგრძლივობაა: 6 თვემდე. წარმატებული ასისტენტები დაწინაურდებიან ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის პოზიციაზე. შენ, როგორც სტაჟიორი, მიღებული ცოდნის საფუძველზე, უზრუნველყოფ:
- ბიზნეს კლიენტების მოზიდვას და პოტენციური კლიენტებისთვის ბიზნეს სესხის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;
- ეფექტური გაყიდვების წარმოებას;
- შედეგებზე ორიენტაციას – ყოველდღიური/ყოველთვიური დავალებების შესრულებას;
შენ გექნება შესაძლებლობა:
- შეისწავლო საბანკო პროდუქტები, პროცესები და ჩვენი განახლებული სასწავლო პლატფორმის დახმარებით, მიიღო შენთვის საინტერესო ინფორმაცია და ცოდნა საბანკო სექტორში;
- დაწინაურდე და განვითარდი მინიმუმ 3-6 თვიანი წარმატებული თანამშრომლობის შემდგომ, ბანკის სხვადასხვა მიმართულებით და შენი ინტერესების გათვალისწინებით;
- გაეცნო მომსახურების საუკეთესო სტანდარტებს, რომელსაც შეგასწავლიან და შემდგომ გამოიყენებ სამუშაოს შესრულებისას;
- იმუშაო და გაიცნო საუკეთესო გუნდი და პროფესიონალი ადამიანები.
ჩვენ გთავაზობთ:
- საუკეთესო სამუშაო გარემოს, საუკეთესო გუნდთან და პროფესიონალ ადამიანებთან ერთად;
- სამუშაოს დაწყებამდე, გთავაზობთ ანაზღაურებად ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პროფესიული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის მიღებაში;
- 3-6 თვიანი წარმატებული თანამშრომლობის და კარგი უკუკავშირების შემთხვევაში, დაწინაურების შესაძლებლობა, რომელიც მოიცავს ანაზღაურების და დამატებითი სარგებელის ზრდას და პოზიციურად განვითარებას;
- დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა, ბრენდ მაღაზია, სპეციალური შეთავაზებები თიბისელებითთვის, ფონდი თიბისელები, თანამშრომელთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული (well-being) აქტივობები და სხვა მრავალი;
- შეძლებ დარეგისტრირდე ნებმისმიერ შენთვის საინტერესო ტრენინგზე და მიიღო დამატებითი ცოდნის შესაძლებლობა.
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
- ახლა იწყებ კარიერაულ განვითარებას;
- გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათზე ზრუნვა და დახმარების გაწევა;
- ხარ კომუნიკაბელური და განვითარებაზე ორიენტირებული;
- გინდა გამოსცადო თავი და განავითარო შენი კარიერა საფინანსო სექტორში და მიიღო საუკეთესო გამოცდილება 30 წლიანი ისტორიის მქონე კომპანიაში.
Job details
- Published
- March 11, 2026
- Last checked
- July 1, 2026
- Job source
- smartrecruiters
- Workplace
- On-site · Batumi, GE
- First seen
- March 11, 2026
See how well you match this job
Log in or sign up and Eva will compare your profile with this role, explain your strengths and show what to improve.
Sign up to see your matchAlready have an account? Log inMore at TBCBANK
Similar jobs from this company
None listed.
Across the market
Similar jobs from other companies
Third-party content disclaimer
Full job descriptions are sourced directly from third-party applicant tracking systems (ATS), job boards, recruitment platforms, and employer career pages.
LiftmyCV does not claim ownership of this content or guarantee its accuracy or current availability. All original content is the intellectual property of the respective employers or other rights holders.
LiftmyCV hiring intelligence, availability checks, and related-job recommendations are generated from LiftmyCV data and public sources.
If you prefer, you may apply directly via the original listing for transparency.