Cloud Computing Mentor
The Academy of Digital Industries (ADI) is seeking an experienced and motivated Cloud Computing Mentor (AWS/Azure) to lead practical, industry-oriented training programs for aspiring Cloud Engineers and DevOps specialists. The ideal candidate will be an experienced Cloud or DevOps engineer eager to impart their real-world knowledge to students, helping them build the necessary technical foundation in modern cloud infrastructure. The mentor will guide students through both fundamental and advanced cloud computing concepts, delivering effective training and creating an engaging learning environment.
Job description
Job description
About Academy of the Digital Industries ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის, ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტირიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადაჭრაზე. დღეს ADI ქვეყანაში ყველაზე აღიარებული ციფრული სასწავლო პლატფორმაა, რომელიც ცნობილია პრაქტიკული მიდგომებით, ექსპერტი მენტორებით და კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამებით. ჩვენ ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ კარიერის წამოწყებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგში, დიზაინში, პროგრამირებაში და სხვა სფეროებში. 2023 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა Tether. ეს ინიციატივა ჩვენი მისიის გლობალურ ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც უკვე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული, კარიერის განვითარებაზე მიმართული განათლება.
როლის მოკლე აღწერა
ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ Cloud Computing მენტორს (AWS / Azure), რომელიც უხელმძღვანელებს პრაქტიკულ, ინდუსტრიაზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამას, შექმნილს მომავალი Cloud ინჟინრებისა და DevOps სპეციალისტებისთვის. საუკეთესო კანდიდატი იქნებოდა გამოცდილი Cloud ან DevOps ინჟინერი, რომელსაც სურს გაუზიაროს სტუდენტებს რეალურ სამუშაო გარემოში მიღებული ცოდნა და დაეხმაროს მათ, ჩამოაყალიბონ ის ტექნიკური საფუძველი, რომელიც საჭიროა თანამედროვე ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის სფეროში განვითარებისთვის. მენტორი სტუდენტებს გაუძღვება საბაზისო საინფრასტრუქტურო ცნებებიდან - მათ შორის Linux-ი, ქსელები და უსაფრთხოება - ღრუბლოვანი გარემოების დიზაინის, დანერგვისა და მართვის ეტაპებამდე, წამყვანი ღრუბლოვანი პლატფორმების, როგორიცაა Amazon Web Services (AWS) ან Microsoft Azure, გამოყენებით.
ძირითადი მოვალეობები:
- გულმხურვალედ გაუზიაროთ სტუდენტებს ცოდნა, უხელმძღვანელოთ და დაუჭიროთ მხარი მათ განვითარებას.
- წაუძღვეთ ონლაინ და ადგილზე ჩატარებულ ვორქშოფებს, დეტალური სილაბუსის მიხედვით, რომელიც ხელს უწყობს აქტიურ ჩართულობას, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას.
- ჩაატაროთ პრაქტიკული ტრენინგები ღრუბლოვანი გამოთვლების საკითხებზე, წამყვანი პლატფორმების - AWS ან Microsoft Azure - გამოყენებით.
- გადასცეთ სტუდენტებს Cloud ინჟინერიისთვის საჭირო საბაზისო ცოდნა - Linux, ქსელები, ვირტუალიზაცია და კიბერუსაფრთხოება - სანამ გადავლენ ღრუბლოვანი არქიტექტურის შესწავლაზე.
- უხელმძღვანელოთ სტუდენტებს რეალურ ღრუბლოვან ინფრასტრუქტურის დანერგვის, კონფიგურაციის, სერვერების მართვისა და პრობლემების მოგვარების სავარჯიშოებში.
- აჩვენოთ საუკეთესო პრაქტიკები ღრუბლოვან არქიტექტურაში - scalability, მონიტორინგი, საცავები, ქსელები, identity management და უსაფრთხოება.
- წაუძღვეთ პრაქტიკულ ვორქშოპებს, სადაც სტუდენტები რეალური ღრუბლოვანი სერვისების გამოყენებით ააშენებენ და დანერგავენ ინფრასტრუქტურას.
- გაუწიოთ მენტორობა სტუდენტებს კურსის მანძილზე - შეამოწმოთ დავალებები, მიაწოდოთ კონსტრუქციული უკუკავშირი და დაეხმაროთ მათ ტექნიკურ განვითარებაში.
- მოამზადოთ სტუდენტები საწყისი დონის Cloud და DevOps პოზიციებისთვის, ასევე ისეთი სერტიფიკატებისთვის, როგორიცაა AWS Certified Cloud Practitioner, AWS Solutions Architect – Associate, ან შესაბამისი Microsoft Azure სერტიფიკატები.
- შექმნათ მოტივირებული, პოზიტიური და ინკლუზიური სასწავლო გარემო.
- იყოთinformირებული უახლეს ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე, DevOps პრაქტიკებზე, ავტომატიზაციის ხელსაწყოებსა და ღრუბლოვანი უსაფრთხოების სტანდარტებზე და სასწავლო გეგმაში მათი ინტეგრაცია.
მოარგოთ სილაბუსი ADI-ის საგანმანათლებლო ხედვას — 10 ვორქშოფი, თითოეული 2 საათის ხანგრძლივობით, ისეთი თემებით, როგორებიცაა:
- Cloud Computing საფუძვლები
- Linux Cloud ინჟინრებისთვის
- ქსელური საფუძვლები (TCP/IP, DNS, VPN)
- ღრუბლოვანი უსაფრთხოების საფუძვლები
- Compute, Storage და Networking სერვისები
- იდენტობისა და წვდომის მართვა (IAM)
- ინფრასტრუქტურის დანერგვა
- მონიტორინგი და საუკეთესო ღრუბლოვანი პრაქტიკები
- DevOps-ისა და ავტომატიზაციის შესავალი
- ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის დასკვნითი პროექტი
Job requirements
ძირითად მოთხოვნები:
- 3+ წლიანი პრაქტიკული გამოცდილება Cloud ინჟინრად, DevOps ინჟინრად, სისტემურ ადმინისტრატორად ან მსგავს საინფრასტრუქტურო პოზიციაზე.
- Amazon Web Services (AWS) ან Microsoft Azure-ში მაღალი დონის პრაქტიკული გამოცდილება. Google Cloud Platform (GCP)-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- ღრმა ცოდნა ღრუბლოვან სერვისებში — გამოთვლის, საცავების, მონაცემთა ბაზების, ქსელების, იდენტობის მართვის და უსაფრთხოების.
- Linux სისტემების ადმინისტრირების მაღალი დონის ცოდნა.
- ქსელური ცნებების საფუძვლიანი ცოდნა — TCP/IP, DNS, VPN, მარშრუტიზაცია და ქსელური უსაფრთხოება.
- ღრუბლოვანი უსაფრთხოების პრინციპებისა და ინფრასტრუქტურის საუკეთესო პრაქტიკების ცოდნა.
- სწავლების მიმართ გატაცება და სტუდენტების შთაგონებისა და მოტივაციის უნარი.
- რთული ღრუბლოვანი არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის ცნებების ნათლად, პრაქტიკულად და საინტერესოდ ახსნის უნარი.
- შესანიშნავი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები.
- ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები.
- ტექნიკური ვორქშოპების, ლექციების ან კორპორატიული ტრენინგების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- ინდუსტრიული სერტიფიკატები, როგორიცაა AWS Certified Cloud Practitioner, AWS Certified Solutions Architect, Microsoft Certified: Azure Administrator Associate ან მათი ეკვივალენტები, ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.
- მენტორობის გამოცდილება არ არის სავალდებულო, თუმცა ჩაითვლება უპირატესობად.
- ქართული ენის თავისუფალი ფლობა (C2).
ჩვენ გთავაზობთ
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას;
- 20 % ფასდაკლებას ტერმინალის ქოვორქინგ სივრცეში;
- ჩვენს პლატფორმაზე განთავსებულ კურთებზე ულიმიტო წვდომას;
- სწავლებისა და განვითარების პროგრამას;
- რეფერალ პროგრამას;
- კომპანიის მიერ დაგეგმილ როგორც მასშტაბურ, ასევე ლოკალურ ივენთებს.
Job details
- Published
- July 9, 2026
- Last checked
- November 17, 2026
- Job source
- recruitee
- Workplace
- Hybrid · Tbilisi, GE
- First seen
- July 9, 2026
See how well you match this job
Log in or sign up and Eva will compare your profile with this role, explain your strengths and show what to improve.
Sign up to see your matchAlready have an account? Log inMore at Academy of Digital Industries
Similar jobs from this company
None listed.
Across the market
Similar jobs from other companies
Third-party content disclaimer
Full job descriptions are sourced directly from third-party applicant tracking systems (ATS), job boards, recruitment platforms, and employer career pages.
LiftmyCV does not claim ownership of this content or guarantee its accuracy or current availability. All original content is the intellectual property of the respective employers or other rights holders.
LiftmyCV hiring intelligence, availability checks, and related-job recommendations are generated from LiftmyCV data and public sources.
If you prefer, you may apply directly via the original listing for transparency.